ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის ბრლდებით დაკავებულ 3 პირს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

 

ტელეკომპანია „რუსთავის 2″-ის, „მთავარი არხის”, გამოცემა – “ტაბულას” და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულებს ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

შეგახსნებთ,  სასამართლომ გუშინ ძალადობრივი აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს მოსამართლემ 2 300 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ხოლო პაატა გურჩიანს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში „ღირსების მარშის“ გამართვის საწინააღმდეგოდ 5 ივლისს დილიდან შეიკრიბნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მოგვიანებით “ღირსების მარში” ორგანიზატორებმა გააუქმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში დაკავებულია 11 პირი. სულ იძალადეს 55 ადამიანზე, რომელთაგან 53 მედიის წარმომადგენელია.

კომენტარები
იტვირთება...