ჟურნალისტებმა მთავრობის კანცელარიაში მედიის წარმომადგენლებზე მომხდარი ძალადობის ფაქტი გააპროტესტეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კომენტარის გასაკეთებლად ტრიბუნასთან დადგა. ჟურნალისტები ტრიბუნასთან მივიდნენ და 5 ივლისს საქართველოს დედაქალაქში – თბილისში ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე მომხდარი ძალადობა და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები გააპროტესტეს.

5 ივლისს 53 მედიის წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. მან სახის არეშეი მრავლობითი დაზიანება მიიღო და “ნიუჰოსპოტალში” ოპერაცია გაუკეთდა.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. რა გახდა ოპერატორის სიკვდილის მიზეზის ამას სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების ფაქტს და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას რადიკალური ძალების მხრიდან საქართველოში მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა. რომელიც ამ დრომდე გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებისა და ოპერატორების ძალადობისა და ფიზილური ძალადობის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა, ამ დრომდე არ არის დაკავებულები ის სასულიერო პირები, რომლმებიც რადიკალური დაჯგუფების წევრებს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.

 

 

კომენტარები
იტვირთება...