ჟურნალისტ ივან გოლუნოვს ბრალი მოეხსნა

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვლადიმერ კოლოკოლცევის განცხადებით, ჟურნალისტ ივან გოლუნოვს ბრალი მოეხსნა. ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, რადგან დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა.

გოლუნოვი შინა პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

“დღეს ის შინაპატიმრობიდან გათავისუფლდება, დაკავებულს ბრალდი მოესხნა”, – განაცხადა შს მინისტრმა.

მანამდე, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჟურნალისტისდაქირავებულ ბინაში ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს, მათ შორის, კოკაინი, რომელიც 5 გრამს აღემატებოდა.

თუმცა თავად გოლონოვი ირწმუნება, რომ აღნიშნულის შესახებ მან არაფერი იცოდა და ორი ჩანთა მიზანმიმართულად ჩაუდეს. სასამართლომ ჟურნალისტს 7 აგვისტომდე შინაპატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად