ჟურნალ Time-ის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში პუტინი და დიკაპრიო მოხვდნენ

ჟურნალმა Time-მა მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის ახალი სია გამოაქვეყნა. რეიტინგში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ასევე facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი და მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო მოხვდნენ.   

საერთო სია ხუთ კატეგორიად იყოფა -პიონერები, მსახიობები, მხატვრები, ლიდერები და კუმირები. 

გავლენიანი ადამიანების სიაში ასევე მოხვდნენ რომის პაპი ფრანცისკე, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი. მსახიობებსა და ხელოვანებს შორის გავლენიანი ადამიანების სიაში  მოხვდა Bollywood-ის მსახიობი პრიანკა ჩოპრა, იტალიელი მწერალი ელენა ფერანტე, მსახიობი და მომღერალი ოსკარ ისააკი.

ლიდერების ძალიან გრძელ სიაში მოხვდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ჩინეთის პრეზიდენტი ჰი ჯინპინგი, ასევე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი. მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მოხვდა ასევე მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო.

ჟურნალმა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი 1999 წელს გამოსცა. ჟურნალი მას 2004 წლიდან რეგულარულად აქვეყნებს. კანდიდატები ამერიკელი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსებისგან შეირჩევიან. სია ტრადიციულად ხუთი კატეგორიისგან შედგება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად