ჟოზეფ ბორელი: რუსეთს ჩვენი გაყოფა სურს

„აშკარაა, რომ რუსეთს სურს ჩვენი გაყოფა. ისინი აშკარად ამბობენ, რომ მათ არ აინტერესებთ ევროკავშირი და ურჩევნიათ თავი აარიდონ მას”, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„აშკარაა, რომ რუსეთს სურს ჩვენი გაყოფა. ისინი აშკარად ამბობენ, რომ მათ არ აინტერესებთ ევროკავშირი და ურჩევნიათ თავი აარიდონ მას. ჩვენი გაყოფის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ შევინარჩუნოთ ერთიანობა, რაც დამიჯერეთ, ყოველთვის ადვილი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთი რჩება ჩვენ უმსხვილეს მეზობლად და მნიშვნელოვან გლობალურ მოთამაშედ”, – თქვა მან.

კომენტარები
იტვირთება...