ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ უმჯობესდება-დაძაბულობა ისევ იზრდება

ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს ვიდეოკონფერენციით განიხილავენ სიტუაციას რუსული დიპლომატების ჩეხეთიდან გაძევებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა მინისტრთა შეხვედრის წინ ვიდეო გაგზავნაში განაცხადა.

”რუსეთთან ურთიერთობის ჭრილში დავიწყებთ რუსი დიპლომატების ჩეხეთიდან გაძევების განხილვა”, – თქვა ბორელმა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ უმჯობესდება და დაძაბულობა სხვადასხვა მიმართულებით ისევ იზრდება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...