ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი განიხილავს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჟოზეფ ბორელი აფრთხილებს მოსკოვს, რომ შეიძლება ახალ სანაქციებს წააწყდეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო.

მოსკოვში თავის ვიზიტის შესახებ ევროპარლამენტართა წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ბორელმა გაიმეორა, რომ რუსეთი დაადგა საგანგაშო, ავტორიტარულ გზას და დაუნდობლად ებრძვის დემოკრატიულ ალტერნატივის შექმნისკენ მიმართულ ნებისმიერ მცდელობას.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 4-6 თებერვალს ეწვია სამუშაო ვიზიტით რუსეთს.

საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს ჟოზეფ ბორელმა მკაცრი შეფასება მისცა რუსეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას და უკანონო უწოდა ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას და მიუწოდა რუსეთს, როგორც ნავალნის, ისე ყველა დემონსტრანტის დაუყოვნებლად გათვისუფლებისან და ასევე ნალავნის მოწმავლის საქმის მიუკერძოებელი გამოძიებისკენ.

“რუსეთის ხელისუფლების ამჟამინდელი სტრუქტურა, რომელიც ანგარებიან ეკონომიკურ ინტერსებზე, ტოტალურ პოლიტიკურ და სამხედრო კონტროლზე დამყარებული, არ ტოვებს ადგილს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისათვის”, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...