ჟოზე მოურინიო მსაჯის შეურაცხყოფისთვის დააჯარიმეს

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, "ვესტ ჰემთან" წაგებული მატჩის შემდეგ მთავარ არბიტრს, ჯონათან მოსს უცენზურო სიტყვებით მიმართა.

პორტუგალიელი სპეციალისტი 1 მატჩით დააჯარიმეს და "სტოკ სიტისთან" მის გუნდს ვერ უხელმძღვანელებს.

მოურინიოს სასჯელი არ გაუსაჩივრებია. მან განაცხადა, რომ "სტოკის" წინააღმდეგ მატჩში სტადიონზე არ იქნება და შესაძლოა თამაშს საკუთარ iPad-შიც კი უყუროს.

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი თავდაპირველად უარს აცხადებდა მსაჯების გასახდელიდან გასვლაზე. ის უცენზურო სიტყვებით იხსენიებდა მათ.

"თქვენ, [უცენზურო სიტყვა] მსაჯებო, სუსტები ხართ… ვენგერი მართალს ამბობდა თქვენზე", – ყვიროდა მოურინიო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად