ჟორჟოლიანი: უმრავლესობაში იყო სიგნალი, რომ ჩემი ინიციატივის – 115/35-ზე განხილვას არ გამორიცხავენ

პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი ქართულ ოცნებას საარჩევნო ცვლილებას სთავაზობს 115/35-ზე. როგორც დეპუტატის “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, უმრავლესობაში იყო სიგნალი, რომ მისი ინიციატივის განხილვას არ გამორიცხავენ.

“ჯერ-ჯერობით ქართულ ოცნებასთან ჩვენ პარტიას მოლაპარაკება არ გვქონია, მაგრამ სიგნალი ასეთი იყო. 17 თებერვალს გავაკეთე განცხადება და შემდეგ პარლამენტის ფარგლებში უმრავლესობის ლიდერებთან მე მქონდა შეხვედრები, სადაც ისინი ამბობენ, რომ არ გამორიცხავენ ამ საკითხის განხილვას. მაგრამ, ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ მოლაპარაკებებში ვიღაცა დღეს რომ იტყვის კონკრეტულ რაღაცას, ხვალაც იმ პოზიციაზე დარჩება. ჩვენ მოწმენი ვართ ბევრი მხრიდან გადათქმული სიტყვისა”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად