ჟორჟოლიანი: რას ვაკეთებთ ჩვენ აქ? გაიტანეთ ეს ინიციატივა და დაგვანებეთ ჩვენ თავი

პარლამენტის წევრი, პარტა “სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი მომხრეა, რომ უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი  საარჩევნო სისტემაზე გადავლასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ დამტკიცებული არ იქნას და განხილვის რეჟიმში დაბრუნდეს.

ამის შესახებ გია ჟორჟოლიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროექტის განხილვის შემდეგ განაცხადა.

“რას ვაკეთებთ ჩვენ აქ? როგორც ვიცი 93-მა დეპუტატმა შემოტანა ინიციატივა და ახლა ეს 93 დეპუტატი ამბობს, რომ ეს ინიციატივა არ ვარგა. გაიტანეთ ეს ინიციატივა და დაგვანებეთ ჩვენ თავი” – განაცხადა გია ჟორჟლიანმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ განმარტებებია საჭირო, პროპორციული არჩევნები ნიშნავს, რომ ხმების პროპორციულად იქნება წარმომადგნელობა, მაგრამ ეს შეიძლება იყოს რეგიონების მიხედვითაც.

მთელ მსოფლიოში არჩევნები რეგიონული სიებით ტარდება, სადაც რეგიონებია წარმოდგენილი. თვითმმართველობა და პარლამენტის წარმომადგენლობა ერთმანეთთან კავშირში რომ არ იყოს, მაშინ ესენი ცალცალკე არ იარსებებენ. ხალხი, რომელიც სოფელში ცხოვრობს, წყლის და გაზის გარდა, ფიქრობს ქვეყანაზეც, საგარეო პოლიტიკაზეც და ზოგჯერ ბევრ პოლიტიკოსზე უკეთესად. ეს არის დიკრედიტაცია დეპუტატობისა, რასაც აქ ვხედავ. მანდატების განაწილების წესი შეიძლება იყოს ისეთი, სადაც რეგიონული წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ ამას სერიოზული ლაპარაკი სჭირდება და არა ასე გაუგებარ ვითარებაში ყოფნა -განაცხადა გია ჟორჟოლიანმა და შესთავაზა უმრავლესობას კომპრომისი, რათა საკითხის განხილვა გადაიდოს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად