ჟორჟოლიანი: ოპოზიციას უნდა, რომ საზოგადოება ორად გახლეჩილი იხილოს, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ

„სამართლებრივ სახელმწიფოში არსებობს როგორც უფლების დაცვა, ასევე უფლების შეზღუდვა და ამას აქვს თავისი საზღვრები. ერთის ან მეორის განხორციელებისას იმ სიმაღლეებზე არ უნდა ავიჭრათ, რომ ბოლოს აღმოვჩნდეთ მთვარეზე. ჩვენი ოპონენტებიახლა არიან მთვარეზე და ვერ გრძნობენ იმ რეალობას, რა რეალობაც არის ქვეყანაში“ – ასე
გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის ბრალდებებს იურიდიულ საკითხთა და ადმიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი.

მისი თქმით, ოპოზიციას უნდა, რომ საზოგადოება ორად გახლეჩილი იხილოს, მაგრამ ძალიან იშვიათად ხდება ჩვენს რეალობაში, რომ მთელი საზოგადოება ერთ რამეზე თანხმდება და ეს ამ არჩევნებზე მოხდა.

“მთელი საზოგადოება შეთანხმდა იმაზე, რომ ქვეყანაში ხელისუფლებების ცვლილება მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით და არა რევოლუციით. მე მესმის, რომ მათ რევოლუცია ძალიან უნდათ, მაგრამ ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებით კარგად დაანახა მათ, რომ არეულობას არ დაუშვებს. ქართველებს თქვენ ორად ვერ გაყოფთ. ეს მხოლოდ თქვენს
სიზმრებში შეიძლება მოხდეს“ – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ამის შესახებ ინფორამციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად