ჟიჟილაშვილი კილაძეს: შემთხვევით, ფინალში შოთაძის თანამდებობაზე აღდგენასაც ხომ არ მოითხოვთ?!

"მე მგონია, რომ ამ კომისიამ თავისი მისია შეასრულა და ასრულებს. ამ კომისიის მისია იყო ზუსტად ის, რომ ჭეშმარიტება დადგენილიყო", – ამის შესახებ ხორვას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ გადაცემა "პირველებში" განაცხადა.

გადაცემის თანაწამყვანის ნინო ჟიჟილაშვილის კითხვაზე, ამ წუთის მონაცემებით ჭეშმარიტება არის და ხელჩასაჭიდი არაფერი? – დეპუტატი პასუხობს:

"ჩემი შეფასებით სისტემური ისეთი ჩავარდნა, რაც იქნებოდა დღის შუქზე გამოტანილი ასეთი მე პირადად ვერ დავინახე", – თქვა პარლამენტარმა. 

მის ამ ფრაზას ნინო ჟიჟილაშვილის რეპლიკა მოჰყვა: 

"შემთხვევით, ფინალში შოთაძის თანამდებობაზე აღდგენას ხომ არ მოითხოვთ? რახან ყველაფერი ასე კარგადაა". 

კილაძის პასუხი კი ასეთია: "ჩვენ გვყავს ახალი მთავარი პროკურორი".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად