ჟიული შარტავას ხსოვნას მშობლიურ ქალაქში პატივი მიაგეს

დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის – ჟიული შარტავას მშობლიურ ქალაქში, სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილის ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოადგილემ ბადრი კალანდარიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა. 

 

ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მეორე საჯარო მოსწავლეებმა, მხარტვრულ-ლიტერატურულ კომპოზიციაში ,,სენაკი ამაყობს თავისი გმირებით…“, გააცოცხლეს  მამულის ფიქრითა და გარჯით სავსე ერისკაცის ჟიული შარტავას ცხოვრების გზაყრმობა, ოჯახი და გარემო, სადაც იგი ჩამოყალიბდა, მოღვაწეობის წლები, აფხაზეთში მისი გმირული აღსასრულის ამბავიამბავი კაცისა, ვისი შესაძლებლობების განსაზღვრა, მართლაც რომ, შეუძლებელი იყო. ვინც, სულიერების მწვერვალს მიღწეულმა, მოწამეობრივი აღსასრულით, საოცარი მაგალითი დაგვიტოვა. ასეთი ადამიანები არამარტო ქმნიან ერის ისტორიას, არამედ, თავიანთი თავგანწირვის მაგალითით, ზრდიან ახალ გმირებს.

ჟიული შარტავას თავდადების მნიშვნელობაზე ისაუბრესსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა.

ჟიული შარტავა არის ჩვენი დროის გმირი. მან თავისი სამაგალითო საქციელით აჩვენა ყველას, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის და როგორ უნდა გიყვარდეს საქართველო. ჟიული შარტავას გმირობა მისაბაძია დღეს და ასე იქნება საუკუნეების შემდეგაცმის გმირობაზე თაობები აღიზრდებიან! მადლობა მას, ამ თავდადებისთვის“ – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ღონისძიებაზე წაკითხულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას მიმართვა: ,,ძვირფასო სენაკელებო, დღევანდელ დღეს, სიამაყესთან ერთად, ტკივილიც ახლავსგილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს! მჯერა, ამაყია თქვენი ქალაქი, რადგან ჟიულის ქალაქიამჯერა, ფუჭად არ ჩაივლის ჟიული შარტავას მიერ გაღებული მსხვერპლი, რადგან უკვდავია მისი ღვაწლი და საქმე.”

დღეს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში აღევლინა ჟიული შარტავასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთში დაცემულ გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...