“ჟიული შარტავამ ჩაილაპარაკა, ღმერთო ყველას ნაცვლად მე დამსაჯე და სამშობლო გადამირჩინეო” – ინტერვიუ ნანა კუხალაშვილთან

ომი, რომელიც 13 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ზუსტად 26 წლის წინ დაცემული სოხუმი. ომი რომელსაც ჰყავს უამრავი გმირი, კიდევ უფრო მეტი დაზარალებული და ადამიანები, რომლებმაც შეძლეს ყველაზე მძიმე დღეები კადრებად აესახა. ჟურნალისტი ქუთაისიდან ნანა კუხალაშვილი Ipress-თან იხსენებს სოხუმში, ქალაქის დაცემამდე რამდენიმე გატარებულ დღეებს

გიფიქრიათ თუ არა, რომ როდესმე საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ომის გადაღება მოგიწევდათ?

არ ველოდი ამ შემოთავაზებას. 1993 წლის 22 სექტემბერს ჩემი ოპერატორი ვოვა ბლინოვი მოვიდა და მითხრა, რომ სოხუმში უნდა წავსულიყავით, ავტომატურად დავთანხმდი. ახლა რომ მკითხოთ რატომ წავედი, ან ახლა იმავეს თუ გავაკეთებდი ვერ გიპასუხებთ. ვიცოდი იქ ომი იყო, ხალხი იღუპებოდა და აუცილებლად მეც იქ უნდა ვყოფილიყავი.  სხვა რამეზე არ მიფიქრია…

მაშინ მარტივი არაფერი იყო. არც ვეტმფრებით ომის ეპიცენტრში მოხვედრა იქნებოდა ადვილი.

ზუსტად 7 საათის განმავლობაში ვიყავით კოპიტნარის აეროპორტში. ბაბუშერასთან ყველა თვითმფრინავს ბომბავდნენ. ბოლოს შევთანხმდით და წავედით მე, ჩემი ოპერატორი, მეუფე კალისტრატე, ქუთაისის მაშინდელი მერი თემურ შაშიაშვილი და 21-ე მოტომსროლელი ბრიგადის 112 წევრი. წავედით როგორც სიკვდილმისჯილები, რადგან ყველამ ვიცოდით, რომ ადგილზე ჩაღწევის შანსი ძალიან მცირე იყო.

ჩახვედით მაშინ, როცა სოხუმი ბოლო დღებს ითვლიდა…

სოხუმი ბლოკირებული იყო. შეგვიყვანეს ბანაკში, სადაც მოსახლეობა თავს აფარებდა. ადგილზე იყვნენ მოხუცები, პატარები. დავდიოდით ქუჩებში და ვიღებდით კადრებს იქ სადაც ჭურვებს ყრიდნენ. მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან მივედით. 40 წთ-იანი ინერვიუ ჩავწერეთ. ბოლოს კი გვითხრა, რომ უკან ვეტმფრენით დაბრუნება აღარ შეიძლებოდა , რადგან გადარჩენის ხარისხი 0% იყო. მაშინ მივხვდი რომ უკვე აღებულ სოხუმში ვიყავით და ამას რატომღაც მალავდნენ…

ვიცით, პირადად შეხვდით იმ ადამიანებს, რომელთა სახელებიც ისტორიას შემორჩა…

დიახ. ჩვენი იქ ყოფნისას არა ერთხელ შევხვდი ჟიული შარტავას. ეს იყო გმირი, რომელიც ბოლო წუთამდე არ გატყდა, არც შიში დატყობია. მომენატალურად დაავიწყდა, რომ იქ ვიყავით და ჩაილაპარაკა „ღმერთო ყველას ნაცვლად მე დამსაჯე და სამშობლო გადამირჩინეო“… იქ იყო სოხუმის მერი გურამ გაბისკირია. ქართველებს არ შეაგინა და მალევე დახვრიტეს. გია ყარყარაშვილი-ცოცხალი გმირი. ვეტმფრენი შუქს ვერ ანთებდა მაშინვე ბომბავდნენ. სწორედ გია ყარყარაშვილი მოვიდა მანქანით და ასაფრენი ზოლი გაანათა…

როგორი იყო გზა დაბომბილი სოხუმიდან ქუთაისამდე?

გაფრენის წინ „დაგვამშვიდეს“  თუ 15-20 წთ არ ჩამოგაგდეს ე.ი. გადარჩით თუ არადა კარგად იყავითო. იქვე გავარკვიეთ რომ თბო-რატეკას, რომელიც თვითმფრინავებს ჰარში ბომბავდა  სწორედ ეს დრო ჭირდებოდა რომ ობიექტს დაწეოდა. ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა ის 15-წთ. ოპერატორს ვუთხარი კამერა ჩართე-მეთქი და მისმა ხმამ გამომაფხიზლა „გაგიჟდი“?! ჩვენ დავბრუნდით და ზუსტად 4 დღეში ოფიციალურად გამოცხადდა რომ სოხუმი დაეცა…

  ავტორი: ჟუკა ბანძელაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...