ჟიგიმანტას პავილიონისი: მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან – ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.

„მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან – კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ერთიანობა და კომპრომისი საქართველოს მომავლისთვის ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

შეგახსენებთ, რომ 16 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები
იტვირთება...