ჟენევის ოფისმა პრეზიდენტს გაეროსთან საქართველოს მიმოწერის გაციფრულებული არქივის ფოტოასლები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორს მიხაელ მიოლერს შეხვდა. მიხაელ მიილერმასაქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული საჩუქარი გადასცა გაეროს ბიბლიოთეკიდან – საქართველოს გაეროსთან მიმოწერის გაციფრულებული არქივის ფოტოასლები.

ჟენევაში გაეროს გენერალური მდივნის აპარატის უფროსის, დავით ჩიკვაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია , რომ ეს ძალიან საინტერესო, დრამატული მიმოწერა და დოკუმენტები საქართველოს ჰქონდეს. შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მიხაელ მიოლერს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ და მხარეებმა განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნები.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...