ჟენევის დისკუსიების თანა-თავმჯდომარეები, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვაზე განცხადებას ავრცელებენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანა-თავმჯდომარეები, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

“ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელი პუნქტების დახურვა, რაც დღემდე გრძელდება, დამატებით სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და ზრდის დაძაბულობას.

ჩვენ კონტაქტი გვაქვს ამ მოვლენებში მონაწილე ყველა აქტორთან და ვურჩევთ მათ, თავი შეიკავონ ცალმხრივი ნაბიჯებისგან, რაც უარყოფით ჰუმანიტარულ შედეგებს იწვევს კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე და ძირს უთხრის სტაბილურობას.

ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ არსებული უსაფრთხოებისა და დიალოგის მექანიზმებში და მონახონ ყველა საკითხის გადაჭრის გზები.

ჩვენ, მომავალ კონსულტაციებზე გვსურს, განვიხილოთ ეს და სხვა ის საკითხები, რომლებიც შეშფოთები საგანს წარმოადგენს.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად