ჟენევაში გაერო-ს 9 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა

ჟენევაში, გაერო-ს ცხრა თანამშრომელი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას, მსოფლიო ორგანიზაციის ჟენევის შტაბბინის წარმომადგენელი ავრცელებს.

“გაერო-ს ჟენევის განყოფილებამ, 30 მარტის მდგომარეობით დაადასტურა, რომ პერსონალს შორის ცხრა თანამშრომელს COVID-19 ტიპის ახალი კორონავირუსი დაუდგინდა”, – აცხადებს იგი.

მისი თქმით, ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს შვეიცარიასთან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ინფექციის გავრცელების თავიდან არიდებისა და მის წინააღმდეგ  ბრძოლის მხრივ. მისი თქმით, სხვა კონფიდენციალურ დეტალებს, მომხდართან დაკავშირებით გაერო ვერ გაავრცელებს.

იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ყოველ შემთხვევაზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები. კერძოდ, ჩატარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და ხორციელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ზომები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად