ჟან პოლ გოტიე 22 იანვარს კარიერაში ბოლო ჩვენებას გამართავს

ცნობილმა ფრანგმა მოდის დიზაინერმა ჟან-პოლ გოტიემ განაცხადა, რომ 22 იანვარს, პარიზში, შატლეს თეატრში თავის ბოლო ჩვენებას გამართავს. ამის შესახებ მან მიკრობლოგ “ტვიტერზე” დაწერა.

”ეს მაღალი მოდის ჩემი ბოლო ჩვენება, პარიზში Gaultier-ის ჩემი ბოლო შოუ იქნება”,-აღნიშნულია ჟან პოლ გოტიეს  ვიდეომიმართვაში, რომელიც Twitter– ის საკუთარ ანგარიშზე გავრცელდა.

როგორც დიზაინერმა აღნიშნა,  საფინალო ჩვენება მისი კარიერის 50 წლის იუბილეს მიეძღვნება.

ჟან პოლ გოტიემ დასძინა, რომ მოდის სამყაროს მთლიანად დატოვებას არ გეგმავს. როგორც მან აღნიშნა, “ახალი კონცეფცია” აქვს, რომლის მიხედვითაც მისი მოდის სახლი მუშაობას გააგრძელებს.

ჟან პოლ გოტიე მსოფლიოში საქვეყნოდ არის ცნობილი. 2010 წელს, იგი საკუთარი მოდის სახლის და კომპანია Jean Paul Gauthier S.A-ის პრეზიდენტი გახდა. მანამდე, იგი დიდი ხნის განმავლობაში Hermes-ის კრეატიულ დირექტორად მუშაობდა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად