ჟან-პოლ ბელმონდოს ღირსების ლეგიონის ორდენი მიანიჭეს

მსახიობ ჟან-პოლ ბელმონდოს, კომპოზიტორ ჟან-მიშელ ჟარს და კოსმონავტ თომა პესკეს ღირსების ლეგიონის ორდენი მიანიჭეს, რაც საფრანგეთის უმაღლესი წოდებაა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Point წერს.

საერთო ჯამში, ორდენის ლაურეატი 423 ადამიანი გახდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბელმონდოსა და მსახიობ კლაუდია კარდინალეს უმაღლესი ოფიცრის წოდება მიენიჭათ. ჟან-მიშელ ჟარი კი, რომელმაც ტელს მსოფლიოში სახელი გაითქვა ელექტრონული მუსიკის ჟანრში, ორდენის კომანდორი გახდა, ხოლო ბალერინამ და ქორეოგრაფმა მარი-კლოდ პეტრაგალამ ოფიცრის წოდება მიიღო.

წოდება აგრეთვე გადაეცათ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ წინააღმდეგობის მოძრაობის ყოფილ წევრებს. კერძოდ, უმაღლესი ჯილდო – დიდი ჯვარი ერგო ჟაკლინ ფლორსა და ჟან ნალის, რომელმაც ოკუპაციის პერიოდის განმავლობაში, მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელები საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრას გადაარჩინა.

ღირსების ლეგიონის ორდენი ნაპოლეონ ბონაპარტემ 1802 წლის 19 მაისს დააარსა. ორდენის წევრობა უმაღლესი ნიშანია. ორდენის გროსმეისტერია საფრანგეთის პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...