ჟან-კლოდ იუნკერი: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი კაცობრიობის მემკვიდრეობის ტრაგედიაა

ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი: “ტაძარში გაჩენილი ხანძარი მთელი კაცობრიობის მემკვიდრეობის ტრაგედიაა”.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე საათის წინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ხანძარი გაუჩნდა.

ხანძრის გამომწვევის მიზეზების შესახებ დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ. ვარაუდობენ, რომ ხანძარი მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.  ადგილზე ასობით მეხანძრე მაშველი მუშაობს.

აშშ-ის პრეზიდენმა დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” დაზერა, რომ  პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში  ცეცხლის ჩასაქრობად წყლის ტანკერის გამოყენებაა შესაძლებელი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...