ჟან კლოდ იუნკერი: ევროკავშირი საერთაშორისო არენაზე დამოუკიდებელი მოთამაშე უნდა გახდეს

ევროკავშირი საერთაშორისო არენაზე დამოუკიდებელი მოთამაშე უნდა გახდეს. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა. განცხადების ტექსტი ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"დროა ევროკავშირს, გეოპოლიტიკური გარემოებები მიენიჭოს, გახდეს სუვერენული, დამოუკიდებელი გლობალური მოთამაშე საერთაშორისო ურთიერთობებში", – განაცხადა იუნკერმა.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ყურადღება კავშირის თავდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით გაამახვილა. ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ აპირებს მილიტარიზაციას, მაგრამ ამ სფეროში უფრო მეტი დამოუკიდებლობის მიღწევა სურს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად