ჟან კლოდ იუნკერი: ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა ლონდონს დააზიანებს

ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გააფრთხილა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა, ზიანს აყენებს, პირველ რიგში, ლონდონს, და არა ბრიუსელს. ამის შესახებ მან Tiroler Tageszeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

”Brexit-ის ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე გასვლა, უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ბრიტანეთს, ვიდრე დანარჩენ ევროპას, რაც არ უნდა რთული იყოს ეს პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობისთვის, საკითხი სხვაგვარად უნდა დაამტკიცოს,” – განუცხადა იუნკერმა ავსტრიის პროვინცია ტიროლის რეგიონულ გაზეთს, სადაც ის ზაფხულს რეგულარულად ატარებს.

ბრიტანეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ბრიუსელმა Brexit-ის საკითხზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

”როდესაც საქმე რთულ Brexit- ს ეხება, ეს არავის აინტერესებს, მაგრამ ბრიტანელები დამარცხებულები იქნებიან“,-აცხადებს იუნკერი.

მან დაამატა, რომ ბრიუსელი “რთული Brexit-ის სცენარის განსახორციელებლად სრულ მზადყოფნაშია“.

24 ივლისს, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გახდა. მან დაადასტურა თავისი დაპირება, რომ ქვეყანა ევროკავშირს 31 ოქტომბრამდე დატოვებს. ბორის ჯონსონის თქმით, ეს ყოველგვარი გარემოებების მიუხედავად მოხდება.

“ჩვენ ვაპირებთ, რომ პარლამენტმა ხალხისთვის მიცემული დანაპირები შეასრულოს და 31 ოქტომბერს ევროკავშირი დავტოვოთ, “კი თუ “არა “,- განაცხადა ჯონსონმა პრემიერის როლში პირველი საჯარო გამოსვლისას.

ბორის ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის დატოვება ბრიტანეთის მოსახლეობის “ფუნდამენტური გადაწყვეტილებაა”.

როდესაც ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერობისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, საჯაროდ განაცხადა, რომ ბრიტანეთი 31 ოქტომბრამდე ევროკავშირს დატოვებდა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის მარტის ბოლოსაც დატოვოს ევროკავშირი. მან არ გამორიცხა, რომ თუ პარლამენტი Brexit-ს თავიდან აიცილებს, შესაძლოა მისი მუშაობა შეჩერდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...