ჟან კასტეკსი: საფრანგეთი მის მეზობელ ევროპის ქვეყნებზე უკეთ გაუმკლავდა კორონავირუსის მეორე ტალღას

ასეთი განცხადება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტეკსმა დეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა

დღეს, პარიზში, კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ზომების შერბილებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტეკსმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მის მეზობელ ევროპულ ქვეყნებზე უკეთ გაუმკლავდა კორონავირუსული ინფექციის მეორე ტალღას.

კორონავირუსის რეპროდუქციულობის მაჩვენებელი ქვეყანის მასშტაბით ამჟამად 0,65-ია, იმდენივე, რამდენიც იყო გაზაფხულის სამთვიანი ჩაკეტვის შემდეგ, თუმცა მოქალაქეებმა არ უნდა მოადუნონ სიფრთხილე. თქვენ ძალისხმევას დივიდენდები მოაქვს, ეპიდემიის მხრიდან დაწოლა მცირდება და საფრანგეთში მცირდება უფრო მეტად, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში, – განაცხადა კასტეკსმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოვიდსაწინააღმდეგო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესახებ გააკეთა განცხადება. მთავრობის გადაწყვეტილებით იხსნება ე.წ. მეორეხარისხოვანი მაღაზიები, დეკემბრის შუა რიცხვებიდან კი თეატრები, მუზეუმები დაკინოთეატრები გაიხსნება.

მაღაზიების მუშაობის დროს სავალდებულოა მომხმარებელთა რაოდენობის შეზღუდვა იმგვარად, რომ 1 მომხმარებელი ყოველ 8 კვ მ ფართობზე არ მოდიოდეს 1 მომხმარებელიზე მეტი.

ბარები და რესტორნები 20 იანვრამდე არ იმუშავებენ.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საწარმოთა ფინანსური მხარდაჭერის მიზნით საფრანგეთის მთავრობა დეკემბერში 3,5 მლრ ევროს გამოყოფს. აღსანიშნავია, რომ ფინანსური დახმარება გათვალისწინებულია არა მხოლოდ მათთვის, ვინც უკვე დაკარგა სამსახური ან შეუმცირდა შემოსავალი შეზღუდვების გამო, არამედ მათთვისაც, ვინც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ დაკავდება სეზონური სამსახურით. მაგალითად, მათ ვინც ზამთრის კურორტებზე საბაგირო გზების, თხილამურების გამქირავებელი პუნქტების და ა.შ. მომსახურე პერსონალი უნდა გამხდარიყო და ვერ გახდება 2021 წლის თებერვლამდე ექნებათ “გარანტირებული რესურსი 900 ევრო თვეში”.

საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა განაცხადა ეპიდემიის მეორე ტალღა ჯერ არ შეიძლება ჩამცხრალად ჩაითვალოს. მისი თქმით, არის მოლოდინი, რომ დეკემბრის მეორე კვირის დასასრულისთვის საფრანგეთში დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 5000-მდე შემცირდება.

საფრანგეთში ვაქცინაციის დაწყება დეკემბრის მეორე ნახევრიდანაა მოსალოდნელი. სპეციალისტთა თქმით, ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებისთვის მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრა იქნება საჭირო, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ აცრა ნებაყოფილობითი იქნება, მოსახლეობის დამოკიდებილება ვაქცინაციისადმი კი სკეპტიკურია, საკმაოდ ძნელად გადასაჭრელი პრობლემაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად