ზღვისუბნის XI მიკრორაიონში 6 700 კვ.მ ფართობზე სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის  XI მ.რ. I კვ. N3 კორპუსთან 6 700 კვ.მ ფართობზე სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ძველი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი ხდება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ახალი საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონი, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ლითონის მოაჯირი, ფილები, ბორდიური და საპარკე ინფრასტრუქტურა; დაირგვება ნერგები და მოეწყობა ბალახის საფარი.

სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

 „აქტიურად ვაგრძელებთ რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობას. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ დაზიანებული ატრაქციონები და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა იყო. სრული რეაბილიტაცია უტარდება სკვერს და ზღვისუბნელებს კიდევ ერთი მოწესრიგებული დასასვენებელი სივრცე ექნებათ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე სკვერის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 510 433 ლარს დახარჯავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად