ზღვისუბნის საქალაქო პარკის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, ზღვისუბნის საქალაქო მნიშვნელობის პარკის პროექტის საჯარო განხილვა ახალგაზრდების ჩართულობით მოეწყო. ინფორმციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, „ზღვისუბნის საქალაქო პარკი’’  ახალგაზრდების ინტერესებისა და ხედვის გათვალისწინებით მოეწყობა. დეპუტატის თქმით, საჯარო სივრცეების მოწყობისას გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ხედვა, რომელიც სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე მოქალაქის საჭიროებებს გამოხატავს.

„2 წლის წინ დედაქალაქის მერთან ერთად განვიზრახეთ, შევჭიდებულიყავით თემქის ხევის ეკოლოგიურ-ურბანულ პრობლემას და ის ზღვისუბნელებისა და მთლიანად თბილისის მასშტაბურ პერსპექტივად გარდაგვექმნა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თბილისის ელმავალმშენებელმა ქარხანამ (თემქა), რომელიც უბნის განვითარების ეპიცენტრი იყო, პირვანდელი ფუნქცია დაკარგა. ზღვისუბნის ახალი სიცოცხლისთვის, მოქალაქეთა საკეთილდღეოდ, ჰაერივით საჭირო გახდა განვითარების ალტერნატიული გეგმა. სწორედ ასეთია „საუკუნის პროექტი – ზღვისუბნის საქალაქო პარკის“ ჩვენეული ხედვა, რომლის კონცეფცია ზღვისუბნის გამოცოცხლებას ითვალისწინებს. ეს პროექტი ზღვისუბანს აქცევს პრესტიჟულ, რეკრეაციულ- გამაჯანსაღებელი მიზიდულობის ცენტრად და რაც მთავარია, რაიონის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეუწყოვს ხელს, “ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ზღვისუბნის პარკის მშენებლობა 2020 წლიდან დაიწყება, რომელიც თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების გენერალური გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

თემქის ხევის პრობლემის მოგვარების საკითხი 2017 წელს თბილისის მერის კახა კალაძისა და მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის წინასაარჩევნო პროგრამაში აისახა. ზღვისუბნის საქალაქო პარკის მოწყობის მიზნით, 2017 წლიდან ჩატარდა მასშტაბური ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევა, ხევის ტერიტორიათბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ჭაობის მცენარეებისა და ლეშქაშისგან გაწმინდეს. ზღვისუბნის საქალაქო პარკის პროექტირება დასკვნით ეტაპზეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად