,,ზღვისუბნის’’ პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო

თბილისის საკრებულოს ,,ზღვისუბნის,, მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით ,,ზღვისუბნის’’ პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო. ინიციატივა საზოგადოებაში „თემქის“ სახელწოდების ნაცვლად „ზღვისუბნის“
სახელის დამკვიდრებას ითვალისწინებს. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

თამარ ტალიაშვილის თქმით, თბილისის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ოლქის დასახელება “თემქა“ არის აბრევიატურა ქარხნის სახელწოდებისა: „თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა“.  მისივე განმარტებით, საბჭოთა კავშირის დაშლის
შემდეგ, ამ ქარხანამ პირვანდელი ფუნქცია დაკარგა და დასახლებას 1999 წლიდან ოფიციალურად „ზღვისუბანი“ ეწოდა.

,,მიუხედავად ამისა, ახალი დასახელება მოსახლეობაში ვერ დამკვიდრდა. ჩემი აზრით, ამას თავისი მიზეზი აქვს, ქარხნის სანაცვლოდ დასახლების განვითარების ახალი ეპიცენტრი არ შექმნილა. "ზღვისუბნის" ახალი სიცოცხლისთვის, მოქალაქეთა საკეთილდღეოდ, საჭიროა განვითარების ალტერნატიული ფუნდამენტის მოძებნა.საქმე იმაშია, რომ 20-ჰექტრიანი დაჭაობებული ხევი ,,ზღვისუბანს,, კვეთს. ათწლეულებია მოსახლეობა ელოდებოდა ამ პრობლემის მოგვარებას. ჩვენი 2017 წლის წინასაარჩევნო დანაპირები და დღეს უკვე  რეალური პროექტი, გულისხმობს ამ ხევის ადგილას „ზღვისუბნის პარკის“ მოწყობას, რომელიც სწორედ ოლქის განვითარების ერთ-ერთი უძლიერესი ლოკომოტივი გახდება“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

,,ზღვისუბნის,,  სახელის პოპულარიზაციის კამპანია თამარ ტალიაშვილმა „თემქის ხევის“ კვლევის შედეგების პრეზენტაციის დროს გააჟღერა, სადაც ის მერის მოადგილესთან მაია ბითაძესთან ერთად "ზღვისუბნის" მოსახლეობას შეხვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად