ზღვის უბანში შიდა კვარტალური გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ზღვის უბანში შიდა კვარტალური გზების შეკეთება გრძელდება. საგზაო ინფრასტრუქტურა ამ ეტაპზე ზღვის უბნის XI მიკრორაიონის II კვარტალში, N20-34 კორპუსების მიმდებარედ მოწესრიგდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და 1 860 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.
ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

„ვაგრძელებთ შიდა კვარტალური გზების და კორპუსის ეზოების რეაბილიტაციას. აღნიშნულ მისამართზე ერთ-ერთ მონაკვეთზე გზის საფარის დაზიანების გამო ტალახი იყო მუდმივად და მოსახლეობას დისკომფორტი ექმნებოდა. უკვე ვასრულებთ სამუშაოებს და კიდევ ორი კორპუსის მოსახლეობა ისარგებლებს კეთილმოწყობილი გზით“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 105 000 ლარი გამოყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად