ზღვაში დახრჩობას გადარჩენილი მიგრანტი: მხოლოდ ჩემ ქვეყანაში დაბრუნება და იქ სიკვდილი მინდა

ტრაგედია: ხმელთაშუა ზღვაში 150-მდე მიგრანტი დაიხრჩო

ორი ნავი, რომლითაც 300-მდე მიგრანტები ლივიიდან ევროპისკენ მიცურავდა, ლივიის სანაპიროდან 120 კმ-ის დაშორებით ამობრუნდა.

ლივიის სანაპირო დაცვის წარმომადგენლის აიუბ კასიმის თქმით 134 მიგრანტის გადარჩენა მოხერხდა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 150 კაცზე მეტი დაიხრჩო, 145-ს კი დროულად მიეშველნენ.

“ახლახან ხმელთაშუა ზღვის წლის ყველაზე დიდი ტრაგედია მოხდა”, – ამბობს გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი.

მან მოუწოდა ევროპის ქვეყნებს განაახლონ ხმელთაშუა ზღვაში პატრულირება, რაც მათ მარტში მას შემდეგ შეწყდა, რაც ევროგაერთიანების ქვეყნებმა ლტოლვილთა გადანაწილებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მოუღონ ბოლო ლივიაში მიგრანტთა ძალით შეჩერებას.

ფრანს პრესსთან საუბარის დროს აიუბ კასიმმა განაცხადა, რომ გადარჩენილთა შორის უმეტესობა ეთიოპიელია. არიან მათ შორის აგრეთვე პალესტინელები და სუდანელები. ერთ-ერთი გადარჩენილი,

“მე ახლა არაფერი არ მინდა, გარდა დაბრუნებისა ჩემ ქვეყანაში, სუდანში, რათა მოვკვდე იქ” – ამბობს სუდანელი საბახ იუსეფი, რომელსაც 7 წლის შვილი ზღვაში დაეხრჩო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...