ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის 4 822 313 ლარია გამოყოფილი

ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვიტარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 4 822 313.24 ლარია,– ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ქალაქ ზესტაფონში, ამჟამად მოსახლეობას წყალი დღეღამეში 6-9 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, წყლის მიწოდების გრაფიკი 1600 ოჯახს გაუუმჯობესდება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყლის მილების ახალი სისტემა (45 კილომეტრამდე), აშენდება 1500 კუბური მეტრ მოცულობის რეზერვუარი. დამონტაჟდება ჩამკეტი ურდულები და მრიცხველები. 

როგორც სამინისტროდან იუწყებიან, ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო და 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სამუშაოებზე 30 ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ქალაქ ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 


 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად