ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში 8 ადამიანი მოიწამლა

მოწამლულთაგან ხუთი მცირეწლოვანია, სამი ზრდასრული.

ინტოკსიკაციით, ზესტაფონში კლინიკა ჯეო ჰოსპიტალში სამიდან ხუთ წლამდე ხუთი ბავშვი,ბაღის დირექტორი,პედაგოგი და ერთ-ერთი აღსაზრდელის ბებია შეიყვანეს.

როგორც ექიმი აცხადებს პაციენტები საავადმყოფოში კვებითი ინტოქსიკაციით შევიდნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

არსებული ინფორმაციით, რვა ადამიანი ტორტით მოიწამლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...