ზესტაფონში, სოფელ დილიკაურში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

სოფელ დილიკაურში, ღავთაძეების უბანში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. გზის აღნიშნული მონაკვეთი, რამდენიმე უბანს აკავშირებს ერთმანეთთან, რომლითაც ყოველდღიურად 400-მდე ადამიანი სარგებლობს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე რეგიონული განვითარების ფონდიდან 316 951 ლარი დაიხარჯა. რეაბილიტაციის ფარგლებში, გზა არმირებული ბეტონის საფარით დაიფარა.

საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები, ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

“ამ პროექტის დასრულება ადგილობრივებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან გზა იყო ამორტიზებული და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. ახლა უკვე კეთილმოწყობილი გზით ყოველდღიურად 100 ოჯახზე მეტი ისარგებლებს” – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

ამასთანავე, ზესტაფონში 7 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება. დაგეგმილია:

• სოფელ პირველ სვირში, გეწაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია;
• აღმაშენებლის ქუჩის მე-2 შესახვევის რეაბილიტაცია;
• სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მარტოთუბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
• სოფელ რკვიის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
• სოფელ ბოსლევში, საკრამიტეს უბნის რეაბილიტაცია;
• სოფელ ცხრაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაცია;
• სტაროსელსკის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
პროექტების ღირებულება დაახლოებით 2 718 718 ლარია და მას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად