ზესტაფონში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო

ზესტაფონის მერიისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ინიციატივით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის, არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემის პროცესი დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ბავშვებისთვის გასაცემი პროდუქტები, 41 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას გადაეცა, რომელიც 1717 აღსაზრდელზე გადანაწილდება.

გასაცემ პაკეტებში, 6 დასახელების პროდუქტია მოთავსებული, რომელიც აღსაზრდელების მშობლებს, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის გათვალისწინებით ურიგდებათ.

პროდუქტების გაცემის პროცესს, საბავშვო ბაღებში, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტატი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე ადევნებდნენ თვალყურს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად