ზესტაფონში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, პირველ სვირში, გეწაძეების უბანში დაიწყო.

სოფლის საუბნო გზის აღდგენა, არმირებული ბეტონის საფარით პირველად ხდება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გზის რეაბილიტაცია 129 888 ლარით არის დაფინანსებული. კეთილმოწყობის სამუშაოებს, მერიის დაკვეთით შპს “ლომი” ასრულებს.

მიმდინარე სამუშაოები, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს.

“ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში, გზების რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე ხორციელდება. აღდგენილი ინფრასტრუქტურა, მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, შეუზღუდავად შეძლონ გადაადგილება, ასევე ჰქონდეთ განახლებული ინფრასტრუქტურა საკუთარ დასახლებებში”, – აღნიშნა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

პირველ სვირში, გეწაძეების უბნის რეაბილიტაცია, სატენდერო ვალდებულებით 20 ივლისამდე უნდა დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად