ზესტაფონში, პოლიციის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის სახლი გაქურდეს

ქურდობის ფაქტი მოხდა ზესტაფონში. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ზესტაფონის პოლიციის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის დავით გიგაშვილის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს, აღნიშნულ ბინაში გიგაშვილი ქირით ცხოვრობდა.

 

მეზობლების ინფორმაციით მან აღნიშნული საცხოვრებელი უკვე დატოვა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქურდებმა სახლიდან ოქრო წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება 177-ე მუხლით მიმდიანრეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...