ზესტაფონში, ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი კვლავ ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული გ. ს., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზესტაფონში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.სამართალდამცველებმა, გ.ს.-ს პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული
ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” შემცველი ფხვნილი ამოიღეს.გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად