ზესტაფონის 45-ე საარჩევნო უბანზე, მარკირებიანი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე შესვლას განმეორებით ცდილობდა.
აღნიშნული საარჩვნო უბნის დამკვირვებლის, მანანა იობიძის თქმით, ამომრჩეველი უბანზე არ შეუშვეს და ტერიტორია დაატოვებინეს.
ზესტაფონში 54 საარჩევნო უბანი და 54 943 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
მუნიციპალიტეტის პირველი პირობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის.