ზესტაფონში ძველი ქართული  საბრძოლო იარაღები აღმოაჩინეს

ზესტაფონის ერთ – ერთ უძველეს დასახლებაში, კირკის უბანში, ძველი ქართული საბრძოლო იარაღებია აღმოჩენილი. საბრძოლო აღჭურვილობა, საკუთარ ეზოში  მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც კუთვნილ ტერიტორიაზე  სახლის ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს. 

საბრძოლო იარაღების წარმომავლობას ახლა უკვე არქეოლოგები სწავლობენ. პირველადი ვერსიით, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს შესაძლოა იყოს ერთჯერადად დაფლული იარაღის საცავი,  სწრაფად დაგეგმილი შესაძლო ომიანობის სამზადისის გამო.  

საქართველოში იარაღის წარმოება ბრინჯაოს ხანიდან იღებს სათავეს. პირველი უძველესი ნიმუში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, ეს არის ბრინჯაოსგან ჩამოსხმული პატარა ზომის კოლხური ცული, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს მსოფლიოში.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად