ზესტაფონში დღეს დაშავებული რკინიგზელი გარდაიცვალა

ზესტაფონში დღეს დაშავებული რკინიგზელი გარდაიცვალა. ერთ-ერთ ობიექტზე მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული რკინიგზელი საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინფორმაცია რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა გაავრცელა. საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში გარადაცვალების ფაქტს ადასტურებენ. რკინიგზაში მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა და ორგანიზაცია თანამშრომლობს გამოძიებასთან.

ადმინისტრაციული შენობის საწყობში სამუშაოების დროს ორი მუშა დღეს დაშავდა. მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად