ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩის სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტი, რომლის ღირებულება 8 მილიონ ლარს აღემატება, ქალაქის ცენტრალური მაგისტრალის სრულ რეაბილიტაციას, ასევე, კვალითის დასახლებაში, მაღლაკელიძის, შათირიშვილის და მელქაძის ქუჩების რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, აღმაშენებლის ქუჩაზე, განახლდება საავტომობილო გზის მონაკვეთი, გარე განათებები, ტროტუარები, ბორდიურები და სანიაღვრე არხები. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პროექტის რეაბილიტაციას „ნიუ გრუპი“ ახორციელებს. სატენდერო ვალდებულებით, კომპანიამ პროექტის განხორციელება 9 თვეში უნდა დაასრულოს.
მიმდინარე სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარეასთან ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად დაათვალიერა.
„თავისი მასშტაბებითა და დანიშნულებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა. რამდენიმე თვეში, ქალაქს ექნება სრულიად განახლებული ცენტრალური ქუჩა, ყველა სტანდარტის დაცვით“,- განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად