ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით “ჯორჯიან მარგანეზი” განცხადებას ავრცელებს

“ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაცით 65 წლის მამაკაცი თბომაგისტრალის დემონტაჟის სამუშაოების დროს მიღებული ტრამვების შედეგად დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.

“სარემონტო სამშენებლო საამქროს, მე-5 თანრიგის მემონტაჟე, 65 წლის ა. გ. თბომაგისტრალის დემონტაჟის დროს დაშავდა. დაშავებული მალევე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ა. გ. რამდენიმე საათში საავადმყოფოში სამწუხაროდ გარდაიცვალა.

საწარმოში მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი. ორშაბათიდან კი სპეციალური კომისია დაიწყებს მუშაობას. მომხადრთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, ჩვენს ინტერესშია ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი.” – აცხადებენ “ჯორჯიან მანგანეზში”.

კომენტარები
იტვირთება...