ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ახალი, მაღალტექნოლოგიური ღუმელი ამოქმედდა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ახალი, მაღალტექნოლოგიური 25,5 მეგავატის სიმძლავრის ღუმელი ჩაირთო, – კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" მიერ, ახალი ღუმელის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში პრემიე-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

კომპანიის ხელმძღვანელობის ცნობით, ახალი საწარმოო ღუმელი რესურსის ეფექტური მოხმარებითა და გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით გამოირჩევა, რითაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მსოფლიოს წამყვანი მეტალურგიული საწარმოების სტანდარტებს უახლოვდება.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 1800 მეტი ადამიანია დასაქმებული. დარგი ქვეყნის ექსპორტის ლიდერია და ბოლო წლებში წლიური ექსპორტის საშუალოდ 10-13%-ს იკავებს. 

ბოლო 4 წლის განმავლობაში კომპანიამ 52 მილიონ აშშ დოლარი ინვესტიცია ტექნოლოგიური და საწარმოო ოპტიმიზაციის მიზნით, ხოლო ბიუჯეტში 101 მილიონი ლარი შეიტანა გადასახდების სახით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად