ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ბუნებრივი აირი შეუწყდება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ბუნებრივი აირი შეუწყდება, ინფორმაციას კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზი,, ავრცელებს

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" გაცნობებთ, რომ სხვა ლიცენზიანტის გამო მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დილის 04:00 საათიდან ზესტაფონის სოფლების ზედა საქარას,ცხრაწყარო-ძლოურდანეთის,ქვედა საქარას,კვალითის,დილიკაურის,ბოსლევის,დაბა შოროპანის,თვრინის,ალავერდის,ქვედა საზანო-სასახლესა და კლდეეთის მაცხოვრებლებს ბუნებრივი გაზი შეუწყდება. აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ 2 აგვისტოს 11:00 საათიდან.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი,,  ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის,, ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად