ზესტაფონის მერობის კანდიდატი: ჩემი ამოცანაა, ზესტაფონის განვითარება და წინსვლა

ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან ბაქარ ხიჯაკაძემ საკუთრი არჩევანი N7 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

ხიჯაკაძე უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. მისი თქმით, მან ხმა ცვლილებებს და ზესტაფონის განვითარებას მისცა.

“მთავარი გამოწვევა არის მძიმე პრობლემები ზესტაფონში. უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები, რაიონი მთლიანად დანგრეულია, არაფერი გაკეთებულა. ჩემი ამოცანაა, ზესტაფონის განვითარება, წინსვლა და ყველა ადამიანის პრობლემის გუნდთან მიტანა”,-განაცხადა ბაქარ ხიჯაკაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 2019 წლის 19 მაისს თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

არჩევნები გაიმართება 410 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...