ზესტაფონის მერმა თანამდებობა დატოვა

ზესტაფონის მერის თანამდებობა ვაკანტურია. კახაბერ მახათაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. მერის მოვალეობას ამ დროისათვის მახათაძის პირველი მოადგილე დავით ჩირგაძე ასრულებს.

მერთა ერთად, თანამდებობას მისი გუნდიც ტოვებს. სამსახურიდან მიდის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკატერინე დუგლაძე, რომელიც აცხადებს, რომ ის მახათაძის გუნდის წევრია და თანამდებობაზე დარჩენას არ აპირებს. რაც შეეხება მერის წასვლის მიზეზს, დუგლაძე განმარტავს, რომ მახათაძის ადგილი “ქართული ოცნების” გუნდში არ აღმოჩნდა.
ცნობისთვის, მახათაძის გადადგომას მოსახლეობა რამდენიმე თვეა ითხოვს. ადგილობრივებმა აღნიშნული მოთხოვნით, რამდენიმე თვის წინ მერის სამუშაო ოთახის კართან შიმშილობის აქციაც გამართეს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მახათაძე მუნიციპალიტეტის მერის პოზიციას პირადი კეთილდღეობისათვის იყენებდა და ბიუჯეტის ფულით საკუთარ კომფორტზე ზრუნავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...