ზესტაფონის მერმა 100 % – იანი გრანტის მქონე სტუდენტებს ფულადი ჯილდო გადასცა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში, ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტების დაჯილდოება გაიმართა.

სტუდენტებს, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ წარმატება მიულოცეს და მოუწოდეს, რომ უმაღლესი სასწავლებლების დასრულების შემდეგ, დაბრუნდნენ თავიანთ ქალაქში და საკუთარი ძალა და რესურსი, მშობლიურ ქალაქს მოახმარონ. 100 % გრანტის მფლობელი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან 28 აბიტურიენტი გახდა. ზესტაფონის მერის გადაწყვეტილებით, თითოეულმა მათგანმა საჩუქრად ფულადი ჯილდო მიიღო.
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგის მიღწევას. თქვენი წარმატება, ქვეყნის წარმატების და უკეთესი მომავალს გარანტიაა. განათლებული თაობა არის ქვეყნის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა და ეს ძალა თქვენშია.
სასიამოვნო და მისასალმებელია, რომ ზესტაფონს ამდენი წარმატებული ახალგაზრდა ჰყავს. იმედს ვიტოვებთ, რომ თითოეული თქვენთაგანი იზრუნებს, როგორც საკუთარი ქალაქის, ისე საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
ზესტაფონის მერია, მიღწეული წარმატების აღსანიშნავად, გადმოგცემთ ფულად ჯილდოს.
მერიის ეს ინიციატივა მოსწავლე – ახალგაზრდებში განათლების მოტივაციის ამაღლებას და ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
გისურვებთ წარმატებებს!“ – აღნიშნა სტუდენტებთან შეხვედრისას გიორგი გოგლიჩიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად