ზესტაფონის მერიამ და საქართველოს წითელმა ჯვარმა მუნიციპალიტეტში სოციალური აქცია გამართეს

ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სოციალურ აქციაში მიიღო მონაწილეობა. აქციის ფარგლებში, ჰიგიენური და სასურსათო ამანათები, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონს“ „ცხოვრების მეგზურს“ და სათნოების სახლ „კათარზის“ დაურიგდა.

ჰუმანიტარული დახმარება მუნიციპალიტეტმა, ზესტაფონის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიიღო. ზესტაფონის მუნიციპალიტეტს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, USAID-ის, მხარდაჭერით, 200 სასურსათო და 200 ჰიგიენური ამანათი გადასცა.

„მინდა მადლობა გადავუხადო წითელ ჯვარს უდიდესი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. ორგანიზაციამ არაერთხელ გაუწია დახმარება მუნიციპალიტეტს, რაც მათი მხრიდან უდიდესი მხარდაჭერაა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში“, – აღნიშნა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად