ზესტაფონის მერია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილი მეომრების ოჯახებს დაეხმარა

ზესტაფონის მერია, სოციალური აქციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილი მეომრების ოჯახებს დაეხმარა.

სასურსათო ამანათები, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სხვადასვა სოციალურ ჯგუფებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილი მეომრების ოჯახებსაც დაურიგდათ.

პროდუქტები მათ, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, მოხალისეებთან ერთად მიუტანეს.

სოციალური კამპანია ზესტაფონის მერიამ 29 მარტიდან დაიწყო, რომელსაც კომპანია “ჯორჯიან მანგანეზიც” შეუერთდა.

აქციის ფარგლებში, სასურსათო პროდუქტები, მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს და 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა, სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს ურიგდებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად