ზესტაფონის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს აგრძელებს

სტაროსელსკის ქუჩის რეაბილიტირებული მონაკვეთი, მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად დაათვალიერა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, საავტომობილო გზის ზედაპირი ასფალტის საფარით მოეწყო. სტაროსელსკის ქუჩაზე ახლა ტროტუარების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
„სტაროსელსკის ქუჩა, ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი მონაკვეთია. აღდგენილი გზის საშუალებით, უფრო მარტივი და კომფორტული გახდება გადაადგილება ავტოტრანსპორტისთვის, ამასთან ერთად ქალაქის ინფრასტრუქტურას კიდევ ერთი რეაბილიტირებული მონაკვეთი შეემატება“, – განაცხადა გიორგი გოგლიოჩიძემ.
სტაროსელსკის ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გზის კეთილმოწყობისთვის 358 999 ლარი იხარჯება. სამუშაოებს სატენდერო ვალდებულებით, შპს “Ceorgia build” ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად