ზესტაფონის მერი თანამდებობას ტოვებს

კახაბერ მახათაძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად მმართველ გუნდში არსებული მდგომარეობა სახელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ზესტაფონის მერიაში.

როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე ამბობს, ახალ გუნდში კახა მახათაძის ადგილი არ აღმოჩნდა.

მისივე ინფორმაციით მახათაძემ გადაწყვიტა, რომ გადადგომის შსახებ დაწეროს განცხადება.

მისი თქმით, მახათაძის გუნდის წევრები მერიაში დარჩენის სურვილს არ გამოთქვამენ.

ცნობისთვის, ზესტაფონის მერს მოქალაქეები კორუფციასა და ბიუჯეტის თანხების საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. მერის გადადგომის მოთხოვნით ზესტაფონის მერიის წინ რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...